ჯოკერი, ბურა, დურაკა.
შეკითხვა, შეცდომა ან წინადადება — მოგვწერე:
ვპასუხობთ რამდენიმე სამუშაო დღეში, ქართულად ან ინგლისურად.
ანგარიში სავალდებულოა?
სათამაშოდ — კი. აპლიკაციის დათვალიერება, წესები და რეიტინგები ანგარიშის გარეშეც ღიაა, მაგრამ მაგიდასთან დასაჯდომად საჭიროა ანგარიში სახელით, ელ. ფოსტითა და პაროლით. ერთხელ ქმნი — და მონეტები, სტატისტიკა და მეგობრები ყველა მოწყობილობაზე შენთან არის, პაროლის დავიწყების შემთხვევაში კი ანგარიშს ელ. ფოსტით იბრუნებ.
რატომ სთხოვთ ელ. ფოსტას?
ერთადერთი მიზეზისთვის: ანგარიშის აღდგენა. ელ. ფოსტაზე გიგზავნით ექვსნიშნა კოდს — დასადასტურებლად და პაროლის აღსადგენად. სარეკლამო წერილებს არ ვგზავნით.
დავადასტურე ელ. ფოსტა, კოდი კი არ მოვიდა.
შეამოწმე „სპამი"/„Junk". აპლიკაციაში დააჭირე „ხელახლა გაგზავნა" (ერთი წუთის შემდეგ ხელახლა შეიძლება), ან „სხვა მისამართი", თუ მისამართში შეცდომაა. კოდი 24 საათს მოქმედებს.
პაროლი დამავიწყდა.
შესვლის ფანჯარაში დააჭირე „პაროლი დამავიწყდა", შეიყვანე ანგარიშის დადასტურებული ელ. ფოსტა და მიღებული კოდით დააყენე ახალი პაროლი. დაუდასტურებელ მისამართზე აღდგენის კოდს არ ვგზავნით.
პაროლის შეცვლა მინდა — მახსოვს, უბრალოდ სხვა მინდა.
მეგობრების გვერდზე, ანგარიშის ბარათის მენიუში (⋮) → პაროლის შეცვლა. ვკითხავთ ახლანდელს და ახალს. შეცვლის შემდეგ დანარჩენი მოწყობილობები ანგარიშიდან გამოვა — ეს მოწყობილობა შესული რჩება.
ნამდვილი ფული ერევა?
არა. მონეტები ვირტუალურია, მხოლოდ თამაშში მოქმედი; მათი ყიდვა ან გატანა შეუძლებელია.
როგორ წავშალო ანგარიში და მონაცემები?
აპლიკაციაში: პროფილი → პარამეტრები → ანგარიშის წაშლა. წაიშლება ანგარიში, მონეტები, სტატისტიკა, მატჩების ისტორია და მეგობრები — სამუდამოდ. დარეგისტრირებულ ანგარიშს პაროლს ვკითხავთ. თუ აპლიკაციასთან წვდომა აღარ გაქვს, მოგვწერე ზემოთ მითითებულ მისამართზე.
სხვა მოწყობილობაზე შევედი და აქედან გამომაგდო.
ასეა ჩაფიქრებული: ერთ ანგარიშში ერთი მოწყობილობაა შესული. ხელახლა შესვლა ყველაფერს აბრუნებს.
English
Questions, bug reports or feedback: babukhadia.andria@gmail.com. We aim to reply within a few business days.
Do I need an account?
No — you can play against bots straight away. An account (name, e-mail, password) is what carries your coins, stats and friends across devices, and what lets you recover the account if you forget the password.
Why do you ask for an e-mail address?
For account recovery only. We send a six-digit code to confirm the address and to reset a forgotten password. We do not send marketing e-mail.
The confirmation code never arrived.
Check your spam folder, then use “ხელახლა გაგზავნა” (resend) in the app — available again after a minute — or “სხვა მისამართი” to correct the address. Codes last 24 hours.
I forgot my password.
On the sign-in dialog choose “პაროლი დამავიწყდა”, enter the account’s confirmed address, and set a new password with the code we send. We do not send recovery codes to unconfirmed addresses.
Is real money involved?
No. Coins are virtual and in-game only. They cannot be purchased or cashed out.
How do I delete my account and data?
In the app: Profile → Settings → Delete account (პროფილი → პარამეტრები → ანგარიშის წაშლა). This permanently erases the account, coins, statistics, match history and friends. A registered account is asked for its password first. If you no longer have access to the app, e-mail us at the address above.