ჯოკერი, ბურა, დურაკა.
შეკითხვა, შეცდომა ან წინადადება? მოგვწერე:
ვპასუხობთ რამდენიმე სამუშაო დღეში, ქართულად ან ინგლისურად.
ანგარიში სავალდებულოა?
სათამაშოდ კი. მაგიდასთან დასაჯდომად საჭიროა ანგარიში სახელით, ელ. ფოსტითა და პაროლით, ან Google-ით / Apple-ით შესვლა. დავიწყებულ პაროლს ელ. ფოსტით დაიბრუნებ.
რატომ სთხოვთ ელ. ფოსტას?
მხოლოდ ანგარიშის აღდგენისთვის. ელ. ფოსტაზე ექვსნიშნა კოდს გიგზავნით: მისამართის დასადასტურებლად და პაროლის აღსადგენად. სარეკლამო წერილებს არ ვგზავნით.
დავადასტურე ელ. ფოსტა, კოდი კი არ მოვიდა.
შეამოწმე „სპამი"/„Junk". აპლიკაციაში დააჭირე „ხელახლა გაგზავნა" (ერთი წუთის შემდეგ ხელახლა შეიძლება), ან „სხვა მისამართი", თუ მისამართში შეცდომაა. კოდი 24 საათს მოქმედებს.
პაროლი დამავიწყდა.
შესვლის ფანჯარაში დააჭირე „პაროლი დამავიწყდა", შეიყვანე ანგარიშის დადასტურებული ელ. ფოსტა და მიღებული კოდით დააყენე ახალი პაროლი. დაუდასტურებელ მისამართზე აღდგენის კოდს არ ვგზავნით.
პაროლის შეცვლა მინდა.
აპლიკაციაში: პროფილი → პარამეტრები → ანგარიში → პაროლის შეცვლა. ვკითხავთ ახლანდელს და ახალს. შეცვლის შემდეგ სხვა მოწყობილობები ანგარიშიდან გამოვა.
ნამდვილი ფული ერევა?
არა. მონეტები ვირტუალურია და მხოლოდ თამაშში მოქმედებს. მათი ყიდვა ან გატანა შეუძლებელია.
როგორ წავშალო ანგარიში და მონაცემები?
აპლიკაციაში: პროფილი → პარამეტრები → ანგარიშის წაშლა. სამუდამოდ წაიშლება ანგარიში, მონეტები, სტატისტიკა, მატჩების ისტორია და მეგობრები. დარეგისტრირებულ ანგარიშს პაროლს ვკითხავთ. თუ აპლიკაციასთან წვდომა აღარ გაქვს, მოგვწერე ზემოთ მითითებულ მისამართზე.
მაგიდაზე ვიღაც შეურაცხმყოფელია. რა ვქნა?
ჩატში მის შეტყობინებას ხანგრძლივად დააჭირე: შეგიძლია ამ მაგიდაზე დამალო, გაასაჩივრო (ჩვენამდე მოდის და განიხილება) ან დაბლოკო, რაც მის მეგობრობის მოთხოვნებსა და მოწვევებსაც აჩერებს. დაბლოკვა და გასაჩივრება ყველა მოთამაშის პროფილზეცაა. განბლოკვა მეგობრების ტაბშია. წესები და პირობები შეურაცხყოფას არ ითმენს.
სხვა მოწყობილობაზე შევედი და აქედან გამომაგდო.
ასეა ჩაფიქრებული: ერთ ანგარიშში ერთი მოწყობილობაა შესული. ხელახლა შესვლა ყველაფერს აბრუნებს.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა → · წესები და პირობები →
English
Questions, bug reports or feedback: support@techdevi.com. We aim to reply within a few business days.
Do I need an account?
To play, yes. Sitting down at a table requires an account (name, e-mail and password, or Google / Apple sign-in). A forgotten password is recovered by e-mail.
Somebody is abusive at the table. What can I do?
Long-press their message in the table chat: you can hide them for this table, report the message (it reaches us and is reviewed) or block them, which also stops their friend requests and invitations. Blocking and reporting are also on every player's profile; blocks are lifted from the Friends tab. Our Terms of Use have zero tolerance for abusive content.
Why do you ask for an e-mail address?
For account recovery only. We send a six-digit code to confirm the address and to reset a forgotten password. We do not send marketing e-mail.
The confirmation code never arrived.
Check your spam folder, then use “ხელახლა გაგზავნა” (resend) in the app (available again after a minute) or “სხვა მისამართი” to correct the address. Codes last 24 hours.
I forgot my password.
On the sign-in dialog choose “პაროლი დამავიწყდა”, enter the account’s confirmed address, and set a new password with the code we send. We do not send recovery codes to unconfirmed addresses.
Is real money involved?
No. Coins are virtual and in-game only. They cannot be purchased or cashed out.
How do I delete my account and data?
In the app: Profile → Settings → Delete account (პროფილი → პარამეტრები → ანგარიშის წაშლა). This permanently erases the account, coins, statistics, match history and friends. A registered account is asked for its password first. If you no longer have access to the app, e-mail us at the address above.